დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამ მთავრობის დამსახურება არის, რომ ბიზნესის დამოუკიდებლობა დაფიქსირდა - ლაშა პაპაშვილი

ამ მთავრობის დამსახურება არის, რომ ბიზნესის დამოუკიდებლობა დაფიქსირდა - ლაშა პაპაშვილი

23-12-2024 17:38:00

იმ ბიზნესმენებს ვინც გაუწია ოპონირება, პრემიერ-მინისტრი საჯაროდ, სატელევიზიო ეთერში შეხვდება, ასეთი დაპირებაა, - ამის შესახებ მედიას ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

„ერთი მნიშვნელოვანია, ამ მთავრობის დამსახურებაც რაც არის, რომ ბიზნესის დამოუკიდებლობა დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, რადგან იმ ოთახში ისხდნენ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის. 

რაზეც შეთანხმდნენ, რომ ცალკე, ღია ეთერში პოლემიკა შედგება. უკვე დაფიქსირდა სახელები და გვარები ვინც ოპონირებდნენ პრემიერ-მინისტრთან. იმათ შეხვდება პრემიერ-მინისტრი საჯაროდ სატელევიზიო ეთერში, ასეთი დაპირებაა“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა. 

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს. 

„ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მე ჩემს პოზიციას ვერ დავაფიქსირებ ან იმ მხარეს ან ამ მხარეს. ჩვენი თხოვნაა და მოწოდება საზოგადოებისადმი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ბაზალეთის ტრაგედია იცის ჩვენმა ქვეყანამ და ისტორიამ. ოცდათხუთმეტი წლის წინ გვქონდა ანალოგიური ტრაგედია და ჩვენი თხოვნაა მხარეების მიმართ, რომ ეს არ გავიმეოროთ. ჩვენი ერთობაა მხოლოდ გადარჩენა“,- აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქვეყანას აქვს ზოგადად, რადგან განხეთქილებაა საზოგადოებაში.

„არის მომხრე-მოწინააღმდეგე ხელისუფლების პოლიტიკის. საწინააღმდეგო მხარეც არის და ეს იყო ჩვენი სათქმელიცა და გულისტკივილიც. საფრთხეები რაც არის ჩვენი ქვეყნის, ასე არ უნდა გაგრძელდეს, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ როგორმე. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი ძალიან ვარდნაა. უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. ერთის ან მეორის საწინააღმდეგოს ვერ დამაცდენინებთ. ჩვენი უწმინდესი ამბობს: ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები