პირველ რიგში მინდა ყველას ვუთხრა რომ დაწყნარდნენ დამშვიდდნენ, ქვეყანა 12 წელია სწორედ მიდის. საერთოდ მსგავსი გადახვევა არ ყოფილა, პრეტენზია არავის არ ჰქონია, ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს, რომ 12 წლის განმავლობაში ყოფილიყოს რამე, ან ევროპული გზისკენ არ მივდიოდეთ ან რამე მსგავსი... არ ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას VR ჰოლდინგის დამფუძნებელმა ნოშიკო ნამორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მე-12 წელს დადგა ასეთი აღქმა ზოგ-ზოგიერთი პოლიტიკოსებისა და ზოგ-ზოგიერთი ბიზნესმენების მხრიდან, რომ უცბად გადავუხვიეთ კურსს.
„აქ ლაპარაკი არის იმაზე რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული და ეს სცენარი არის დაწერილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ სცენარით მიდის მოქმედება ამ სცენარით მიდის მუშაობა და ხდება შემდეგი რამ, რომ ეს ახალგაზრდობა გამოიყენეს ამისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად. შეატოვეს იმუშავეს მაქსიმალურად იმაზე, რომ გამოეწვიათ ტემპერატურის გაცხელება, ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ ოპოზიციას და იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას მთავრობას, ხელისუფლებას და ზოგადად ყველას გვაბულინგებენ, რომ ვითომ ჩვენ გვინდა სხვა კურსი. აქ არავის არაფერი არ უნდა.
აქ ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რაც განაცხადა პრემიერმაც და ყველა ბიზნესმენმაც, აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა პრემიერთან. განვიხილეთ ყველა ეს განვლილი გზა, როგორ იარა ქვეყანამ და ბიზნესმა 12 წლის მანძილზე, არ გადაუხვევია და ყველა ბიზნესმენი მასე ხედავს. თორმეტი წელია მაინც ეკონომიკური ზრდაა, ცდილობენ რომ გადატეხონ. დღეს ბიზნესი დგას მოწოდების სიმაღლეზე“,- აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
უახლესი