დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში წელს ფულადი გზავნილები $3.4 მლრდ-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

საქართველოში წელს ფულადი გზავნილები $3.4 მლრდ-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

23-12-2024 18:57:00

ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს), - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

სებ-ის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 9.6%-ით შემცირდა 266.7 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 1.5%-იანი კლების შემდეგ.

ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა:

ევროკავშირიდან (+8.2%, მთლიანის 45.9%), აშშ-დან (+21.6%, მთლიანის 18.8%) და ისრაელიდან (+15.3%, მთლიანის 8.0%).

ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-60.6%, მთლიანის 11.2%) და ყაზახეთიდან (-56.0%, მთლიანის 3.0%).

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 19.8%-ით შემცირდა და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები