დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უნდა მორჩეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს, ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს - თეა ზაქარაძე

უნდა მორჩეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს, ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს - თეა ზაქარაძე

23-12-2024 18:42:00

განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, გულწრფელად გეუბნებით. ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, დავაფიქსირეთ, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

ზაქარაძის თქმით, პრემიერის მხრიდან გაცემული იყო ძალიან კონკრეტული პასუხები.

„პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. შეხვედრამდე მე არ ვსაუბრობდი ახალ არჩევნებზე, მე თქვენ გითხარით, რომ აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები