2023 წლის 2 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ -მა გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა.
აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით 1-ელი ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან 4,24 თეთრით, ევროსთან 5,45 თეთრით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6396 ლარი გახდა, ხოლო ევროსი 2.8278 ლარი.
უახლესი