თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო დღის განმავლობაში თბილისს 678 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი ემსახურება.
მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით სამუშაო დღის განმავლობაში კომპანიის კუთვნილი მოძრავი შემადგელობით საშუალოდ 570 000 მგზავრის გადაყვანა ხდება.
თბილსის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ყველაზე დატვირთული მარშრუტებია და მეტი მგზავრი მოძრაობს შემდეგ მიმართულებაზე:
№301 - მარშრუტი (პოლიტკოვსკაიას ქუჩა) აქვს 63 გაჩერებები და მოძრაობს ქვედა მელითონეთა დასახლება - [2919]-ს და პოლიტკოვსკაიას ქუჩა #16 - [970]-ს შორის.
№345 - მარშრუტი (ბაგები) აქვს 56 გაჩერებები და მოძრაობს ცოტნე დადიანის II ჩიხის მოპირდაპირედ - 4016-ს და სტუდქალაქი კორპუსი №4 - 2849-ს შორის.
№388 მარშრუტი - (ბარათაშვილის ქ.) აქვს 41 გაჩერებები და მოძრაობს ნუცუბიძის Iv-V მ/რ - [2478]-ს და ბარათაშვილის ძეგლი (მოპირდაპირედ) - [2994]-ს შორის.
ამასთან, კომპანია ემსახურება 111 საავტობუსო მარშრუტს;
ბოლო მონაცემებით, დღეისათვის კომპანიის კუთვნილი საავტობუსო პარკი 860 ერთეულ M3 კატეგორიის ავტობუსს აერთიანებს.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება