დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკვე ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი რესურსი და ეს იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მიიღებს, დაამუშავებს და გაუშვებს ტვირთებს - გივი თხელიძე

უკვე ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი რესურსი და ეს იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მიიღებს, დაამუშავებს და გაუშვებს ტვირთებს - გივი თხელიძე

07-04-2025 15:35:00

უკვე ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი რესურსები და ეს რესურსი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მიიღებს, დაამუშავებს და გაუშვებს ტვირთებს, - აცხადებს საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი. გივი თხელიძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვები 60%-ითაა გაზრდილი და საჭიროა უფრო დიდი ინფრასტრუქტურა, რათა ტვირთების მიღებაც და გადამუშავებაც უფრო ეფექტურად და სწრაფად განხორციელდეს. 

„მოცემული მომენტისთვის ტვირთნაკადის გაზრდამ იმოქმედა როგორც ჩვენზე, ისე რიგ ქვეყნებზე. ეს როგორც შესაძლებლობაა, ასევე დიდი გამოწვევაც აღმოჩნდა. საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, რომელიც მოიცავს სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის რიკოთის მონაკვეთი დასრულება და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება. საპორტო ინფრასტრუქტურა რაც შეეხება, საპორტო ინფრასტრუქტურაში გაქვს ასეთი მოცემულობა, რომ 2021 წლიდან მოყოლებული 60%-ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები. ანუ უკვე ნათელია, რომ საჭიროა დამატებითი რესურსები. ეს რესურსი იქნება ანაკლია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მიიღებს, დაამუშავებს და გაუშვებს ტვირთებს. 

როგორც ექსპედიტორო გეტყვით, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა ერთდროულად მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ტვირთი და გადავამუშაოთ უფრო მეტი რაოდენობის ტვირთი. და არ დაიკარგოს დრო გემის გასვლა, შემოსვლაში და მიწოდებაში“, - აცხადებს გივი თხელიძე.

საგულისხმოა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები  აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის ასე გამოიყურება: 

·         ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და  მონაცემები დამუშავდა კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საპროექტო/საინჟინრო კომპანია ,,Royal HaskoningDHV” ერთად, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია ზღვის ფსკერის დაღრმავების და მშენებლობის პროექტირებაზე;

·         ხორციელდება ზღვის ფსკერის გეოლოგიური შესწავლა;

·         დანიის სამეფოს დედაქალაქში - ქალაქ კოპენჰაგენში არსებულ DHI-ს ლაბორატორიაში მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება;

·         სამშენებლო ტერიტორიაზე ზღვაში ჩასაწყობის ქვის ლოდების შეტანის მიზნით, განხორციელდა  შესაბამისი აქტივობები -  სამშენებლო მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სასწორები, რომლის მიხედვითაც სასწორების ოპერატორების დახმარებით ხდება ქვის ლოდების აწონვა, შესაბამისი აღრიცხვა და დასაწყობება;

·         მოეწყო და მაისის თვეში ექსპლუატაციაში შევა ბეტონის სხვადასხვა კუბატურის ე.წ.  ,,იქს ბლოკების” (Xblocs) წარმოების პოლიგონი და შესაბამისად ტალხმტეხელისთვის საჭირო ,,იქს ბლოკების”   წარმოება განხორციელდება ადგილზე/სამშენებლო მოედანზე;

·         განხორციელდა სამშენებლო-ბანაკის მოწყობის სამუშაოები - გარე განათების ბოძების და კამერების მონტაჟი იმისთვის, რომ უწყვეტ რეჟიმში დღეც და ღამეც შესაძლებელი იყოს მუშაობა;

·         მოეწყო დროებითი შესაბამისი აღჭურვილობის მქონე სამუშაო სივრცეები (მ/შ საოფისე ფართები), როგორც მშენებელი კომპანიისთვის და ზედამხედველი ინჟინრებისთვის, ასევე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებისთვის;

·         შემოიღობა და დაცვის მიერ კონტროლდება სამშენებლო ტერიტორია; 

·         სამშენებლო ტერიტორიაზე მოსწორდა გრუნტის ზედაპირი და მოეწყო სამიმოსვლო გზა;

·         სამშენებლო ტერიტორიამდე მისასვლელ ქუჩაზე დაიგო ასფალტი (დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრზე);

·         შეყვანილ იქნა კომუნიკაციები (წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და სხვა).

მიმდინარეობს ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების/ინერტული მასალის ტრანსპორტირება სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, აჭარა, გურია) და ანაკლიის საზღვაო ნავასადგურის ტერიტორიაზე დასაწყობება, ამ ეტაპისთვის დღეში დაახლოებით 100-120 სატვირთო მანქანა შემოდის ტერიტორიაზე, ამინდის გაუმჯობესების პარალელურად იგეგმება ქვის ლოდების მიღების მიზნით სამუშაო საათების გაზრდა რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ქვის ლოდების მომარაგება და შესაბამისად მშენებლობის ტემპები.

ცნობილია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის  ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, ნავსადგურის მიმდებარედ იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა და თავისუფალი სამრეწველო საწარმოო ლოგისტიკური ზონის განვითარება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები