სანდომი • Sandomi სააღდგომოდ მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს შესთავაზებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეკლა თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ასორტიმენტს დაემატა პასკა თეთრი შოკოლადის მინანქრით, როგორც სასაჩუქრე, ასევე სტანდარტულ შეფუთვებში.
„სანდომში“ სააღდგომო სამზადისი უკვე დაწყებულია, წელს პასკების ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანია როგორც წონების, ასევე შეფუთვების მიხედვით. დაემატა ასევე პასკა თეთრი შოკოლადის მინანქრით როგორც სასაჩუქრე, ასევე სტანდარტულ შეფუთვებში. ჩვენი პასკები არის ტრადიციული რეცეპტურით დამზადებული, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია დღეს მომხმარებლებში “, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
პასკებზე, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა კომპანიის მხრიდან, როგორც ასორტიმენტის, ასევე შეფუთვების განახლება.
„რა თქმა უნდა სრული მზადყოფნა გვაქვს და ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებსაც. პასკებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია და სწორედ ამან განაპირობა ასორტიმენტის ზრდა, შეფუთვების განახლება, კიდევ უფრო დაიხვეწა რეცეპტურა და მაქსიმალურად მიუახლოვდა ტრადიციულ გემოებს. გვაქვს მოლოდინი რომ ჩვენი პასკები წელს განსაკუთრებულ მოწონებას დაიმსახურებს “, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე.
ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია "სანდომი" უკვე 11 წელია წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქციით. კომპანია, დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიკაციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის დახვეწასა და განახლებაზე. საწარმოში პერიოდულად მოწვეულნი არიან უცხოელი ტექნოლოგები. თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრენინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. კომპანია არის ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელი, რაც იმის დასტურია, რომ სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს