დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

07-04-2025 18:12:00

ამბასადორი აილენდ ბათუმსა" და ბრიტანულ კომპანია ARUP-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობას ბათუმის ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე აშენებული შენობების მოცულობის, ფასადის დიზაინის, სტილისა და ურბანული დაგეგმარების არქიტექტურის კონცეფციის შემუშავებისთვის. ინვესტორების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე შენობების დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელდება წინასწარ შემუშავებული სტილისტიკისა და სახელმძღვანელო ნორმების დაცვით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად არქიტექტურულ ხედვას და ბუნებრივ შერწყმას ბათუმის კულტურულ ლანდშაფტთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს  საინვესტიციო უსაფრთხოების ზრდას პროექტების გამორჩეული ხარისხით. ამგვარი ყოვლისმომცველი მიდგომა საშუალებას იძლევა, გათვალისწინებულ იქნას მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური სიახლეები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ცალკეულ საინვესტიციო ფართობზე მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესს და პროექტის რეალიზაციას.

Arup ჩართულია მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქალაქის დაგეგმარებაში. კომპანიის დიდი გამოცდილება ღირსშესანიშნავი არქიტექტურული კონცეფციების შემუშავებაში მნიშნვნელოვან როლს შეასრულებს, რათა ბათუმის ხასიათი და სიხალისე ინოვაციური და ეკოლოგიურად მდგრადი პრინციპებით წარმოჩინდეს. უპირველესი მიზანია ისეთი ფასადების შექმნა, რომლებიც უნიკალური დიზაინის საშუალებით მოემსახურება როგორც საკულტო, ისე პრაქტიკული შენობების შექმნას.

Arup გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო ფირმაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი მასშტაბური პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, და რომელიც დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციურ და მდგრად გადაწყვეტილებებს. 95 ოფისით 37 ქვეყანაში და 19000-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომლით, კომპანია შთამბეჭდავად მრავალფეროვან სამუშაოებს ასრულებს ფასადების ინჟინერიის, არქიტექტურული დიზაინის, სტრუქტურული ინჟინერიის, ეფექტური სატრანსპორტო სქემების შემუშავებისა და გამორჩეული მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ურბანული დიზაინის განვითარებაში.

Arup-ის მრავალფეროვანი პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა:

სიდნეის ოპერის სახლი (ავსტრალია) - სიდნეის საკულტო კულტურული ღირსშესანიშნაობა;

მარინა ბეი სენდსი (სინგაპური) - გამორჩეული და ინოვაციური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც სინგაპურის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა;

პეკინის ეროვნული სტადიონი (ჩინეთი) - თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთი სამაგალითო ღირსშესანიშნაობა;

ვერტიკალური ტყე (იტალია) - მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი მდგრადი შენობის კონცეფცია, რომელიც ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ახალ სიტყვად შეიძლება იქნეს აღმქული.

სამარყანდის აბრეშუმის გზის ტურისტული ცენტრი (უზბეკეთი) - სამარყანდის მოგზაურთა კურორტი, რომლის დიზაინშიც მდგრადობა და ინკლუზია მთავარი წარმმართველი ძალაა.

კონიას ტროპიკული პეპლების ბაღი (თურქეთი) - პეპლების მდგრადი ორანჟერეა თურქეთში და კონიას საკულტო სანახაობა.

ტაშკენტის  სასტუმრო "ჰილტონი" (უზბეკეთი) - პრესტიჟული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ტაშკენტში.

"პროექტისთვის, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც, გარდა ხარისხიანი სერვისების მიწოდებისა, შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც. Arup-თან ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი პროექტისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. მსგავსი პროგრესული ნაბიჯები დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალი მხატვრული ღირებულების დამატებითი შენობების შექმნას. ეს შენობები საბოლოოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და მშენებლობისა და განვითარების სექტორის სტანდარტების ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლას" - განაცხადა ამბასადორი აილენდ ბათუმის დირექტორმა გოჩა კამკიამ.

“ამბასადორი აილენდ ბათუმი - ეს ის  ადგილია,   სადაც იქმნება თვითმყოფადი და მიმზიდველი საზოგადოებრივი სივრცეები, მოხერხებული საცხოვრებელი და ურბანული ადგილები, მდგრადი და გამძლე ეკოსისტემა. ის გვთავაზობს ქალაქის გაშენებისთვის მაღალი ხარისხის  გარემოს დიდი პოტენციალით, როგორც ტურისტული ცენტრების, ისე  ინვესტორებისთვის, რადგან ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ხელოვნური კუნძულის პროექტი შავი ზღვის რეგიონში” - ალევ ჩაკმაკი, Arup Türkiye-ს ასიცორებული დირექტორი.

ინოვაციური პროექტი, რომელიც გრძელვადიანი განვითარების პრინციპების სრული დაცვით, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტს დაადგენს, რომელიც ტერიტორიის ფიზიკური გაფართოების კვალდაკვალ, მომავლის ქალაქებზე, ჩვენი წარმოდგენების ჰორიზონტსაც შეცვლის.

მიმდინარე პერიოდში, ამბასადორი აილენდ ბათუმის საპროექტო ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტით გათვალისწინებული, მარცხენა ნახევარკუნძულის ტერიტორიის 25 ჰექტარი, ხოლო მარჯვენა ნახევარკუნძულის 3 ჰექტარი უკვე ფორმირებულია, რაც სრული საპროექტო არეალის მეოთხედს აღემატება და ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებებს, 5 წლით უსწრებს წინ.


 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები