დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასაქონლო ნიშნების არაკანონიერად გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს - სფფ არაოფიციალური პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით

სასაქონლო ნიშნების არაკანონიერად გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს - სფფ არაოფიციალური პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით

07-04-2025 16:04:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არაოფიციალური პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სფფ-ს მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნების, ასევე სათამაშო ფორმის უნიკალური დიზაინის არაკანონიერი გამოყენება გახშირდა, რასაც შეცდომაში შეჰყავავს მომხმარებელი. 

„გახშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნების (ლოგო, სლოგანი), ასევე სათამაშო ფორმის უნიკალური დიზაინის არაკანონიერი გამოყენება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ქმნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ან/და ეროვნულ გუნდებთან კომერციული ან სხვა სახის თანამშრომლობის ასოციაციას, მომხმარებელი კი შედეგად იღებს უხარისხო პროდუქციას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდების ორიგინალი პროდუქცია, როგორც საქართველოს ნაკრების ოფიციალური სათამაშო ფორმა, ისე სხვა საგულშემატკივრო ატრიბუტიკა თუ ტანსაცმელი,  იყიდება მხოლოდ ეროვნული გუნდების ოფიციალურ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის #76-ში, ასევე, ონლაინ მაღაზიაში fanshop.ge-სა და სფფ-ის პარტნიორ ონლაინ გაყიდვების პლატფორმა extra.ge -ზე.  ოფიციალური მაისურის შეძენა ასევე შესაძლებელია  კომპანია მაკრონის ოფიციალური წარმომადგენლების მაღაზიაში - Macron Hub.

მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ როგორც სავაჭრო ნიშნის, ისე მომხმარებლის ინტერესებს და დავიცვათ კანონი. სასაქონლო ნიშნების არაკანონიერად გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, - აცხადებენ სფფ-ში. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები