ბოთლში ჩამოსხმული ღვინის საშუალო საცალო ფასი საქართველოში 18.2 ლარია. აღნიშნულის შესახებ სებ-ის მიერ მომზადებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კვლევაში ასევე წერია, რომ 2023 წლისთვის მისი ღირებულება 17,7 ლარს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს - 16,2 ლარს.
ცნობისათვის 2014 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ბოთლში ჩამოსხმული ღვინის საშუალო საცალო ფასი 6,2%-ითაა გაზრდილი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია. 2024 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში ღვინის სექტორის ბრუნვამ 1,106 მლნ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 1,2%-ია. 2023 წლის სტატისტიკით კი სექტორის ბრუნვა 1,091 მლნ ლარი იყო, რაც მშპ-ს 1,4%-ის წარმოადგენდა.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორის — კერძოდ, ღვინის, ლუდის და ბრენდის — ბიზნესგარემოს და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას. დოკუმენტში განხილულია სექტორში ჩართული საწარმოების საქმიანობის მასშტაბი, სექტორის როგორ შიდა დინამიკა, ისე მისი კავშირი გარე ბაზრებთან, პროდუქციის წარმოების ხარჯები და მოცულობა, მიმდინარე ტენდენციები მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორის კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები, მათ შორის პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის, საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს