მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, „მეტროპოლ ლისის“ პროექტზე უკვე დიდი ინტერესია და მანვე აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომხმარებლებისათვის უფრო ხელსაყრელი შეთავაზებების ამოქმედებაც დააანონსა.
„გაყიდვები დაახლოებით 1 კვირაა დაწყებულია. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. ზოგადად კვლევებით ჩანს, რომ სუბურბანულ პროექტებზე მოთხოვნა მზარდია და ეს ფაქტადაც ჩვენ დავინახეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. დაახლოებით 70 ვილა იქნება გასაყიდი და ამ დინამიკიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გაყიდვები მალევე დასრულდება. ფასებს რაც შეეხება, ფასები არის 159 დოლარიდან 225 დოლარამდე და მოგეხსენებათ, რომ ფრი სეილის პერიოდი მომხმარებლებისთვის ძალიან სასურველი პერიოდია. ამ პერიოდში კიდევ გვექნება შეთავაზებები მომხმარებლებისთვის, როგორც ფასების ნაწილში, ასევე გადახდის პირობების ნაწილშიც“, - განაცხადა კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლმა“ „მეტროპოლ ლისი“ პროექტი დააანონსა, რომელიც იქნება „ჭკვიანი დასახლება“ და აღიჭურვება თანამედროვე სისტემებით.
დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ კერძო დასახლების პირველი პროექტი დაიწყო. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 000 M2 ფართობზე 70-ამდე ვილა განთავსდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ ლარია. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი სახლის პროექტია, რომელსაც ქალაქის გამორჩეულ უბანში მიწის მფლობელი „მეტროპოლისგან“ საჩუქრად მიიღებს. კომპანია ამჯერადაც სრულად მომხმარებლის ინტერესს ერგება, სთავაზობს მას უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოს, ხოლო მესაკუთრე თავად ირჩევს, როგორი ტიპის სახლში უნდა ცხოვრება.
„მეტროპოლ ლისის“ პროექტისათვის დეველოპერის არქიტექტორებმა ექსკლუზიურად პოტენციური მობინადრეებისთვის ხუთი სხვადასხვა პროექტი შეიმუშავეს. მესაკუთრე თავად გადაწყვეტს, როგორი არქიტექტურული დიზაინის სახლია მისთვის კომფორტული. „მეტროპოლი“ მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს და სურვილის შემთხვევაში სახლს თავად აუშენებს.
სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალ უბანში სულ 70-ამდე ვილა აშენდება. მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი 600 M2-ია და 1500-ამდე ადის. საერთო გამოყენებისათვის განსაზღვრულია 3600 M2 ტერიტორია. „მეტროპოლ ლისის“ გამწვანებულ ზონაში მოეწყობა მრავალფეროვანი და ფუნქციურად დატვირთული საბავშვო და სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი. განსაკუთრებული მდებარეობის გათვალისწინებით მომხმარებელს ხედის ფართო არჩევანი აქვს: ლისის ტბა, თბილისის ანძა და ხედი ქალაქზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან 450 მეტრის სიახლოვე კი კომპლექსის მცხოვრებლებისა თუ მათი სტუმრებისათვის გადაადგილებას უფრო ამარტივებს და მოქნილს ხდის.
ტერიტორიაზე „მეტროპოლს“ მიწის დამუშავების სამუშაოები აქვს დაწყებული. უკვე შემოღობილია სივრცე და გარე განათებების შერჩევა მიმდინარეობს.
„მეტროპოლ ლისის“ პროექტი უკვე ჩაეშვა და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების შესაძენად ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან მომხმარებელი ფასდაკლებითა და გადახდის შეღავათიანი პირობებით სარგებლობს. პროექტში კვადრატული მეტრის ფასი $159-$225-ია. თუმცა საწყის ეტაპზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი 1 M2-ზე $10-იან ფასდაკლებას მიიღებს. „მეტროპოლ ლისის“ პროექტში სულ 70-ამდე მიწის ნაკვეთიგაიყიდება და, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, კომპანიაში გაყიდვების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ.
„მეტროპოლ ლისი“ კერძო დასახლების პირველი პროექტია „მეტროპოლისათვის“, თუმცა არა ერთადერთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა შინდისშიც, სადაც 90 ჰექტარ მიწის ფართობზე დაახლოებით 700-ამდე ვილა განთავსდება. პროექტში წინასწარი გაყიდვები ივნისიდან დაიწყება.
სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. დეველოპერს ამჟამად ერთი დასრულებული და ექვსი მიმდინარე პროექტი აქვს.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში „მეტროპოლ ბაგები“ უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისის“მშენებლობა. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
უახლესი
4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს