ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის სექტორი სტაბილურად მზარდია, - ამის შესახებ სებ-ის მიერ მომზადებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული. 2024 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში ღვინის სექტორის ბრუნვამ 1,106 მლნ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 1,2%-ია. 2023 წლის სტატისტიკით კი სექტორის ბრუნვა 1,091 მლნ ლარი იყო, რაც მშპ-ს 1,4%-ის წარმოადგენდა.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორის — კერძოდ, ღვინის, ლუდის და ბრენდის — ბიზნესგარემოს და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას. დოკუმენტში განხილულია სექტორში ჩართული საწარმოების საქმიანობის მასშტაბი, სექტორის როგორ შიდა დინამიკა, ისე მისი კავშირი გარე ბაზრებთან, პროდუქციის წარმოების ხარჯები და მოცულობა, მიმდინარე ტენდენციები მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორის კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები, მათ შორის პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის, საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს