დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი 18%-ითაა გაზრდილი

საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი 18%-ითაა გაზრდილი

08-01-2024 18:00:00

საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი 18%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 154,099.64 ათასი დოლარის ღირებულების 14,485 სატვირთო ავტომობილის იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით ქვეყანაში 92,114.41 ათასი დოლარის ღირებულების 12,265 სატვირთო ავტომობილი იყო იმპორტირებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში სატვირთო ავტომობილების იმპორტი მეტ-ნაკლებად მზარდ ტრენდზე იყო, თუმცა საინტერესოა, რომ 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლები უკვე ბევრად აჭარბებს გასული წლების წლიურ მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს ქვეყანაში იმპორტირებული სატვირთო ავტომობილების 32%-ი გერმანიიდან შემოვიდა, ხოლო 13%-ი ნიდერლანდებიდან.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი განხორციელდა:

  • გერმანია - 4,684.00 ცალი,
  • ნიდერლანდები - 1,936.00 ცალი,
  • პოლონეთი - 1,590.00 ცალი,
  • იაპონია - 1,135.00 ცალი,
  • ბელგია - 859.00 ცალი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები