ბანანის იმპორტი 31%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 22,890.82 ტონა ბანანი იყიდა, რაშიც 19,760.82 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ხუთ თვეში კი ქვეყანაში 15,998.89 ათასი დოლარის ღირებულების 17,447.81 ტონა ბანანის იმპორტი განხორციელდა.
საქართველოსთვის ბანანის საიმპორტო ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ეკვადორია, რადგანაც სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97%-ი.
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ბანანის იმპორტი სულ 9 ქვეყნიდან განხორციელდა.
TOP-3 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ბანანი იყიდა
ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობის ბანანი 2023 წელს მოიხმარა, რადგანაც სწორედ ამ წელს ფიქსირდება ქვეყანაში ბანანის იმპორტის რეკორდი. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ სხვადასხვა საიმპორტო ქვეყნებიდან სულ 40,148.47 ტონა ბანანი იყიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 19,760.82 ათასი დოლარი გავიდა.
უახლესი
14 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს14 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე ექსპორტს იწყებს