დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკატერინე მიქაბაძე - იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მიზანი ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა

ეკატერინე მიქაბაძე - იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მიზანი ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა

04-10-2024 18:14:00

იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მთავარი მიზანი დაფინანსების დივერსიფიცირებულწყაროებზე კომერციული ბანკების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვიმედოვნებთ, რომ პროდუქტიგააუმჯობესებს ლარით გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, გაზრდის მონეტარულიპოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობას და რისკების მართვის ინსტრუმენტი იქნება", - ამის შესახებეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, იპოთეკით დაცული ობლიგაციებისკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზეინტეგრაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამოცანაა და იპოთეკით დაცული ობლიგაციები ამსაქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 

როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ახალ ჩარჩოს აქვს ძლიერი გარანტიები, შეესაბამებაევროპის ბევრ ქვეყანაში არსებულ წესებს, რაც Moody's-ის შესაბამის ანგარიშშიც დადასტურდა.აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონი დიდწილად ევროკავშირის დაცული ობლიგაციებისდირექტივას ეყრდნობა.

 

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა იპოთეკით დაცულიობლიგაციების მიმართულება, რაც შეიძლება მცირე ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრისთვის", -აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანი საქართველოშიიპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სებ-ის მიერ ამმიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო.

 

ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტოსარეიტინგო ორგანიზაცია Moody's-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციასასევე ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და სხვადაინტერესებული პირები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები