დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენთვის საკმაოდ საამაყო და საპასუხისმგებლოა სიონის პროექტი - ზაზა ფაჩულია

ჩვენთვის საკმაოდ საამაყო და საპასუხისმგებლოა სიონის პროექტი - ზაზა ფაჩულია

04-10-2024 18:30:00

ჩვენთვის საკმაოდ საამაყო და საპასუხისმგებლოა სიონის პროექტი. ეს ინვესტორებისთვის არის კაპიტალდაბანდება და ბიზნესი, მაგრამ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანაში, - ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. . 

მისი თქმით, კონკურენცია დიდია ტურიზმში, განსაკუთრებით კი სამხრეტ კავკასიის  რეგიონში.

„ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმარს, მომხმარებელს შესთავაზო ძალიან მაღალი დონის როგორც ინფრასტრუქტურა ისე  სერვისი. ამიტომ არის ზუსტად საპასუხისმგებლო, მაგრამ ჩვენ, ამ პროექტის პარტნიორებს გვჯერა, რომ ამას შევძლებთ და ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. 

სიონი მდებარეობს ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. ულამაზესი ხედი, ბუნება, კურორტი თბილისთან ძალიან ახლოს. ასევე ძალიან ბევრი პლუსი აქვს, იმასთან ერთად, რომ სტუმარი ჩამოვა და კარგი მოგონებებით დაბრუნდება დედაქალაქში“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ. 

ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი სიონის ტბასთან ელიტარულ დასასვენებელ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს პროექტს ახორციელებს.

Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი. აღსანიშნავია ისიც, რომ ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არქიტექტურა დახვეწილი და გამორჩეულია. აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები