მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ზურაბ აბაშიძე: ოპოზიციისთვის ძალიან ძნელი იქნება იმ რეალობის მიღება, რომ დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიცია ამისთვის განწირულია

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით,  უჩვეულოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება.

„ქვეყანაში არსებობს დემოკრატიულ პრინციპებზე აწყობილი ყველა სტრუქტურა, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდობიან, სამართლიან, გამჭვირვალე პირობებში არჩევნების ჩატარებას. ამას ხედავენ ჩვენი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის უჭერს მხარს. ქვეყანაში არის გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების წინაპირობა“,  -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.

„ჩვენი ოპონენტები ემზადებიან არჩევნების შემდგომი დღეებისთვის, რადგან იციან,  რომ  დამარცხდებიან. მათთვის ძალიან ძნელი იქნება იმ რეალობის მიღება, მაგრამ ოპოზიცია ამისთვის განწირულია. ყველა პარტია, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ე.წ. ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია. ეს ნათელია!  ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“,  -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა