დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე ექსპორტს იწყებს

„ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე ექსპორტს იწყებს

04-10-2024 18:00:00

ოქტომბერში, აშშ-ში ჩვენი პროდუქციის მცირე პარტიის პირველ ექსპორტს განვახორციელებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  ჩირიფრუტი ChiriFruit-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განაცხადა.

მისი თქმით „ჩირიფრუტის“ ნაწარმზე აშშ-სა და დუბაის ბაზარზე ინტერესი გაჩნდა.

როგორც სოფო ჯიქია ამბობს, „ჩირიფრუტი“ აშშ-ის ბაზარზე  5 დასახელების პროდუქტს გაიტანს.

„პირველი ექსპორტი აშშ-ში ოქტომბერში გვავს დაგეგმილი. ეს იქნება 5 დასახელების პროდუქტისგან შემდგარი მცირე პარტია. გვაქვს მოლოდინი, რომ „ჩირიფრუტის“ ნუგბარი მოეწონება დაიმსახურებს და შემდეგ აშშ-ის ბაზრიდან უფრო დიდ შეკვეთას მივიღებთ“, - ამბობს სოფო ჯიქია.

კომპანიის თანადამფუძნებელის ინფორმაციით, ასევე საცდელი ნიმუშები გადაგზავნეს დუბაიში და საექსპორტო შეკვეთის მოლოდინში არიან.

„ჩირიფრუტი“ ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი,  შოკოლადის ბურთულები,  ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები