დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი ჩატარდება

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი ჩატარდება

18-01-2024 03:50:00

28 იანვარს 14:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი ჩატარდება. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან სხვადასხვა დარგში მოღვაწე პრაქტიკოსები და მიმოიხილავენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს განვითარების სტადიებს.

ფორუმის მიზანია სტრატეგიული კომუნიკაციების ევოლუციისა და თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევების მიმოხილვა, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. პოტენციური სტუდენტებისთვის და დამსწრეებისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მიიღონ ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციების, კრიზისების მენეჯმენტისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცეფციებს, ბრენდინგს, კონტენტ-მარკეტინგს, ბიზნეს კომუნიკაციასა და მომხმარებელთა ქცევას. მომხსენებლებს შორის იქნებიან: ელდარ პირმისაშვილი, შოთა ჩინჩალაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, გიორგი ჩუგოშვილი, გიორგი ტუღუში.

ფორუმი კარგი საშუალებაა უწყვეტი სწავლის ხელშეწყობისა და სოციალური კაპიტალის ჩამოყალიბებისთვის. ფორუმზე დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს tkt.ge-ზე შეუძლიათ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს დაარსდა. 90-იანი წლებისათვის  GIPA  იყო ერთ-ერთი პირველი დასავლური ინოვაციური პროექტი, რომელიც ერთი სამაგისტრო პროგრამით დაიწყო. დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ოთხი სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, სხვადასხვა ტრენინგ კურსებს და კონსულტაციებს. ჯიპა 3000-მდე კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 90% წარმატებით საქმიანობს საჯარო და ბიზნეს სექტორში, კერძო, არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ისეთი მენეჯერების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის აწყობასა და მართვას, შედეგებზე ორიენტირებული  საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო და  არასამთავრობო სექტორში. სასწავლო კურსებს უძღვებიან პრაქტიკოსი ლექტორები.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები