დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო და პერუ ერთმანეთთან 3-3 დასახელების პროდუქციით ვაჭრობენ

საქართველო და პერუ ერთმანეთთან 3-3 დასახელების პროდუქციით ვაჭრობენ

25-07-2023 11:00:33

მიმდინარე წელს პერუდან იმპორტი 686%-იან, ხოლო ექსპორტის 79%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში იმპორტმა 352.24 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა მხოლოდ 44.80 ათასი დოლარი იყო. 

პერუდან იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2019 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 65,761.03 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა.

მიმდინარე წელს პერუდან საქართველოში ძირითადად სამი დასახელების პროდუქციის იმპორტი დაფიქსირდა:

  • თევზი გაყინული - 243.73 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 87.41 ათასი დოლარი,
  • საღებარი ნივთიერებები მცენარეული ან ცხოველური წარმოშობისა - 21.10 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ პერუში 48,399.00 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 86,798.41 ათასი დოლარის ღირებულების.

პერუში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 153,889.64 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა. 

2023 წლის 6 თვეში იმპორტის მსგავსადაც საქართველოში პერუდან ძირითადად სამი სახეობის პროდუქცია გადაიზიდა. 

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 43,380.57 ათასი დოლარი,
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 5,015.96 ათასი დოლარი,
  • ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 2.48 ათასი დოლარი.
     

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები