დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგამოძიებო სამსახური კაზინო „აჭარას“ფულის გათეთრებასა და დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება

საგამოძიებო სამსახური კაზინო „აჭარას“ფულის გათეთრებასა და დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება

05-06-2023 17:55:05

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამორინე "აჭარაში" საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.

გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები