Sheimo.se ნატურალური და ვინტაჟური ქსოვილით შექმნილი ქართული ბრენდია, რომლის ისტორიაც 2019 წლიდან იწყება. როგორც ბრენდის დამფუძნებელი, ნათია ელიოსიძე Business Insider Georgia-თან საუბარში აღნიშნავს, კომპანიის მიზანი მომხმარებლებისთვის განსხვავებული და მაღალი ხარისხის სამოსის შეთავაზებაა.
„კომპანია SHEIMO.se 2019 წელს დარეგისტრირდა, უკვე მეექვსე წელია მხარს ვუჭერთ ქალბატონებს, რომელთაც სურთ კომფორტული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი ტანსაცმელი. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მომხმარებლებს განსხვავებული დიზაინის მაღალი ხარისხი სამოსი, ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ დეტალს და კომფორტის სტანდარტებს, რათა ქალბატონებს ჰქონდეთ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმელი “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნათია ელიოსიძე.
კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ინდივიდუალური მომსახურებითაც.
„ჩვენი ასორტიმენტი ძირითადად მოიცავს ქალბატონებისთვის კლასიკურ ხაზს, რომელიც თავსებადია ნებისმიერი ცხოვრების სტილთან და საჭიროებასთან. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ მომსახურებას, სადაც თითოეული მომხმარებელი თავად ირჩევს მასალას და დიზაინს. თითოეული შეკვეთა იქმნება განსაკუთრებული სიზუსტით, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული თითოეული ქალბატონის ინდივიდუალური სურვილები და მოთხოვნები “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნათია ელიოსიძე.
პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მზარდია.
„მოთხოვნა ძირითადად დამოკიდებულია სეზონურობასა და ტენდენციებზე. ბოლო დროს ქალბატონების მიერ გამოხატული ინტერესები ძირითადად ორიენტირებულია კომფორტულ, მრავალფუნქციურ და ხარისხიან ტანსაცმელზე. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეკვეთებს, ამ მიმართულებითაც იზრდება მოთხოვნა, რადგან ქალბატონები ხშირად ეძებენ სამოსს, რომელიც შეესაბამება მათ პირად გემოვნებას და ტენდენციებს. შესაბამისად, ინტერესი მაღალია, რადგან ჩვენ ვთავაზობთ ხარისხიან, კომფორტულ და ტენდენციურ სტილს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ქალბატონების საჭიროებებს“, - აღნიშნავს ნათია ელიოსიძე.
კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მინიმალური ნარჩენების პრინციპით მუშაობაა.
„ჩვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ისიც არის, რომ ვმუშაობთ მინიმალური ნარჩენების პრინციპით, რაც საშუალებას გვაძლევს ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, ვაწარმოოთ შლემები და საყელოები ნარჩენებისგან. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ჩვენს პოზიციას მდგრადი მოდის მიმართულებით. ვმუშაობთ ვინტაჟური და ნატურალური ქსოვილებით, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი და მაღალიხარისხის პროდუქტი. მიგვაჩნია რომ სოციალური პასუხისმგებლობა ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის და გარემოსდაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ნათია ელიოსიძე.
Sheimo.se, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში. გარდა ამისა, სამუშაო პროცესები დაწყებულია ექსპორტის კუთხითაც.
„უკვე ორი წელი აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო გამოფენებში. ეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ექსპორტის მიმართულებით და საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ბრენდის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე. ამჟამად, ჩართული ვართ ექსპორტის სტიმულირების პროგრამებში და მუდმივად ვცდილობთ მივიღოთ საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება შერჩეული ბაზრების კვლევაში და წარმატებული ექსპორტის განვითარებაში. სამომავლოდ, ვგეგმავთ ვებ-გვერდის შექმნას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი საქმიანობა უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გავხადოთ არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ არ ვუშვებთარც ერთ შესაძლებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს განვითარებას და ზრდას “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნათია ელიოსიძე.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შოურუმში შეუძლია, რომელიც ვერაზე, ვასილ ბარნოვის 45 ნომერში მდებარეობს.
უახლესი
4 საათის წინ
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა6 საათის წინ
Nika Hotel and Club გაფართოებას გეგმავს