ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის განხორციელებით ქვეყანას ტვირთნაკადების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა ექნება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა. მისი განმარტებით. პროექტის განხორციელებას მხოლოდ ლოჯისტიკური ფუნქცია არ ექნება, არამედ ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სივრცით განვითარებასთან და ეკონომიკის ზრდასთან.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება არ ემსახურება მხოლოდ სატრანსპორტო, ან ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განხორციელებას, არამედ ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სივრცით განვითარებასთან და ეკონომიკის ზრდასთან. რაც თავის მხრივ ჩვენს როლს, ქვეყნის როლს როგორც შუა დერეფნის ნაწილში, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ზრდის. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება მრავალი, ასობით სამუშაო ადგილი, განავითარებს იმ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ლოგისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით. პროექტის განხორციელებით ქვეყანას ტვირთნაკადების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა ექნება და ეს პროექტი არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ამბობს, რომ პორტის განვითარების პარალელურად მოხდება მომიჯნავე ინფრასტრუქტურის განვითარებაც.
„დიახ, ნავსადგურის მიმდებარედ განვითარდება ლოგისტიკური სხვადასხვა სერვისები და ასევე მოხდება წარმოების განვითარებაც. დაგეგმილი არის და მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე. ეს მთავრობის მეორე პრიორიტეტია პორტთან ერთად“, - ზურაბ სიჭინავა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია EMAAR ჯგუფის განხორციელებული პროექტები7 საათის წინ
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა