დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა

Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა

10-03-2025 20:00:00

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Cosmo • კოსმო საკუთარ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად, ბრენდმა ასორტიმენტი გააფართოვა და ვერცხლის ხაზი დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - კომპანიის დამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა განუცხადა.

ჩვენ ყოველთვის ვანებივრებთ ჩვენს მომხმარებელს სიახლეებით. დეკემბრის თვეში დავამატეთ ვერცლის ხაზი. ზოგადად, აქსესუარების ხაზი ძალიან მოთხოვნადია. თავდაპირველად, "კოსმოს" პროდუქცია სწორედ აქსესუარებისგან, სამკაულებისგან შედგებოდა, თუმცა განვითარება აუცილებელია და სწორედ ამიტომ ახლახანს ვერცხლის ხაზი დავამატეთ, რაც გულისხმობს ვერცხლის თემატურ აქსესუარებს. შევქმენით უნიკალური კოლექცია ჩვენი ჩანთის დიზაინის მიხედვით. ჩვენ გვაქვსთანი“, რაც არის ძველი ქართული ანბანიდანასოს ფორმის ჩანთა, რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე 2019 წელს ათ საუკეთესო დიზაინის ჩანთას შორის მოხვდა. ეს დიზაინი დაპატენტებული გვაქვს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ჩანთის მსგავსი თემატიკის აქსესუარები გვჭირდებოდა და სწორედ ამიტომ, გასული წლის დეკემბერში დავამატეთ ეს ხაზი. კოლექციაში არის სახვადასხვა სამკაულები, ბეჭდები და სხვა, რაც კომბინირებულია ძვირფას ქვებთან და ასევე წარმოდგენილია სადა სახითაც. ჩაშვებულია გაყიდვაში და აქტიურადაც იყიდება “, - ამბობს კომოანიის დამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი.

კოსმო“ - ასორტიმენტი მეტად მრავალფეროავნია. გარდა ჩანთებისა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს სხვადასხვა სახის აქსესუარი.

ზოგადად, ჩვენ ჩანთებთან ერთად ვაწარმოებთ სხვადასხვა აქსესუარს, როგორიც არის საფულე, ქამარი, როგორც მამაკაცისთვის ასევე ქალბატონისთვის, ასევე გვაქვს ლეპტოპის აქსესუარები,  ხის ბლოკნოტები და თემატური ნივთები, რომლებიც ჩვენს კოლექციას უხდება “,-  აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად "კოსმო" აწარმოებს 70-მდე დასახელების პროდუქტს. თითოეული პროდუქტი უნიკალურია და განკუთვნილია სიახლეების და თავგადასავლების მაძიებელი, მეოცნებე და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები