დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მოლოდინია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ის დონეზე დარჩება - ლაშა ქავთარაძე

ჩვენი მოლოდინია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ის დონეზე დარჩება - ლაშა ქავთარაძე

10-03-2025 18:58:00

ჩვენი მოლოდინია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ის დონეზე დარჩება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია სებ-ის მონეტარული კომიტეტის სხდომა 12 მარტსაა ჩანიშნული. 

„ჩვენი მოლოდინია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ის დონეზე დარჩება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი გარემოებები: პირველი, ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. იანვარში იცით, რომ 11,1%-ით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან წნეხი გაიზრდება. ეს გამოჩნდა კიდეც თებერვალში საშინაო ინფლაციის 3%-მდე ზრდაში. იანვარში იყო 2,3%-ი. 

მეორე გარემოება ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასების ზრდა. „ფაოს“ სურსათის ფასების ინდექსი წლიურად იანვარში 5,1%-ი იყო გაზრდილი, ხოლო თებერვალში 8,1%-მდე დაჩქარდა. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ბოლო დროინდელი დინამიკაც გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე აქედან წნეხი შემსუბუქებულია, თუმცა თუ ფასები ნავთობპროდუქტებზე მყისიერად მობრუნდა, მაშინ იმპორტირებული ინფლაციის წნეხი გაიზრდება. 

მესამე გარემოებაა, რომ არსებული კურსის პირობებში სებ-ი დიდი ალბათობით რეზერვების შევსებას დაიწყებს. თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება მოხდება, ამა შესაძლოა ხელი შეუშალოს სებ-ს რეზერვების შევსების გაგრძელებაში. ამასთან გასათვალისწინებელია, როგორც გეოპოლიტიკური ისე შიდა რისკფაქტორები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მიზანშეწონილად ვთვლით, რომ მონეტარული პოლიტიკის არსებულ დონეზე შენარჩუნება იქნება ოპტიმალური“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
საგულისხმოა, რომ 2025 წელს Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით ინფლაცია 3,9%-ი, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ი იქნება.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები