Nika Hotel and Club არის იზოლირებული სასტუმრო, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება. სასტუმრო გაშენებულია მთების ბუნებრივ სილამაზეში და პანორამული ხედებით არის გარშემორტყმული. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia, სასტუმროს დამფუძნებელს, ლარისა გავრილიუკს ესაუბრა. მისი თქმით, მოკლე პერიოდში გაფართოება იგეგმება.
„გაზაფხულიდან, ვგეგმავთ გაფართოებას და კოტეჯის დამატებას. გარდა ამისა, გვსურს ბარ-რესტორნის გახსნა. პარკში, ფოტო ლოკაციების და სხვადასხვა აქტივობების დამატება. მიზანია მეტი მრავალფეროვნების შემოტანა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ტურისტული კომპლექსი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს. სასტუმრო კომპლექსში 20 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.
უახლესი
1 საათის წინ
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა3 საათის წინ
Nika Hotel and Club გაფართოებას გეგმავს