დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მომხმარებელთა უფლებების დაცვის დინამიკა და რას აკეთებს ამ მიმართულებით სემეკი

როგორია მომხმარებელთა უფლებების დაცვის დინამიკა და რას აკეთებს ამ მიმართულებით სემეკი

10-03-2025 21:00:00

მარეგულირებელი კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წელს მომხმარებლების მხრიდან კომისიამ 3000-ზე მეტი განაცხადი მიიღო. 

„გასულ წელსაც ზედმეტად ან არასწორად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანებები ჩამოეწერათ მომხმარებლებს. ყველაზე მეტი, დაახლოებით 1,5 მლნ ლარამდე ჩამოეწერათ წყალმომარაგების სექტორში, დაახლოებით 1,2 მლნ-მდე ჩამოეწერათ ელექტროენერგეტიკის სექტორში და შედარებით მცირე იყო ბუნებრივი გაზის სექტორი.

შესაბამისად, ჩვენ 3000-ზე მეტი განცხადება მივიღეთ მომხმარებლების საჩივრის სახით. ყველა მათგანი დამუშავდა, შესწავლილ იქნა შესაბამისი გარემოებები და მივიღეთ გადაწყვეტილებები. მათი ძირითადი ნაწილის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. არის შემთხვევები, როდესაც მრიცხველის შემოწმება ხდება, დოკუმენტაციის შესწავლა, საშუალო მოხმარების შესწავლა და ასე შემდეგ. ამ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით კომისია იღებს გადაწყვეტილებებს. ასე, რომ მომხმარებლებს თუ რაიმე პრეტენზია ექნებათ, მათ კვლავაც შეუძლიათ მოგვმართონ ცხელი ხაზის, ასევე უშუალოდ განცხადებით სემეკში გამოგზავნით, ან ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნით. ანუ როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით. ჩვენთან საჩივრები მიიღება ჩვეულებრივ რეჟიმში“, - აცხადებს დავით ნარმანია. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები