დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

10-03-2025 19:35:00

2025 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

ირკვევა, რომ იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 536 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (უცვლელი წ/წ). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და 536 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები