საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით უჯრედული ჭერების მწარმოებელმა ერთადერთმა საწარმომ Rolf Deckenkonstruktionen-მა ასორტიმენტი გააფართოვა და შეკიდული ჭერების ახალი მოდელები დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტრორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.
როგორია კომპანიის სიახლეები მიმდინარე ეტაპზე?
სიახლეები ბევრი გვაქვს, როგორც საწარმოს და კომპანიის ზრდის მიმართულებით ასევე პროდუქციის ასორტიმენტის მიმართულებით. 2024 წლის ბოლოს დაგვემატა შეკიდული ჭერის ახალი მოდელები, როგორც ბაფლის (Baffle) ტიპის ხაზოვანი ჭერების მიმართულებით, ასევე ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი ალუმინუს პანელური clip-in ტიპის ჭერების მიმართულებით. ასევე, დაგვემატა უკვე არსებული და ყველასთვის კარგად ცნობილი ROLF-ის გრილიატოს (griliato) უჯრედული ჭერების მართკუთხა, მოდალური მოდელები.
2023 წლამდე გვქონდა მხოლოდ როლფის ერთი საწარმოო A სექტორი, 2024 წელს ავაშენეთ B სექტორი, ხოლო ახლახანს 2025 წლის თებერვალში ოფიციალურად გავხსენით დამატებით C სექტორი, რომელიც მოიცავს 1200კვ.მ. საწარმოო და სასაწყობე სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიას და საოფისე სივრცეებს, რომლებიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე საწარმოო ხაზებითა და ინფრასტრუქტურით.
ჩვენი კომპანიის 5 წლიანი ბიზნეს გეგმის მიხედვით, 2026 წელს (ანუ მეხუთე წელს) დაგეგმივილია მეოთხე D სექტორის დამატება, რომელიც თავისთავად იქნება უფრო მაშტაბური და მოიცავს თანამედროვე მეტალის შეკიდული ჭერების ყველა დარჩენილ მოდელს, რაც კი არსებობს ამ სექტორში.
შემდგომი წლების გეგმებს მოგვიანებით გაგაცნობთ, როცა სრულად ჩამოვაყალიბებთ კომპანიის განვითარების მომდევნო 5 წლის განვითარების გეგმას.
აქვე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ პროექტი განხორციელდა პროგრამა "აწარმოე საქართველო" - ს მხარდაჭერით, რომელიც ჩვენი დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია და ვამაყობთ იმით, რომ გამორჩეულად წარმატებული და მზარდი კომპანია ვართ ამ პროგრამის ბენეფიციართა შორის.
რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი?
ჩვენი საწარმოს დაფუძნების დღიდან დღემდე ამ ტიპის პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად, ყოველწლიურად იზრდება, რაშიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კომპანიას გამორჩეული როლი აქვს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სამშენებლო-სარემონტო კომპანიებსა და დეველოპერებს მივაწოდოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ამ ტიპის ჭერების ფუნქციურ, ბიუჯეტურ თუ სხვა მრავალ უპირატესობაზე, რასაც თანამედროვე მშენებლობის სტანდარტები და ტენდენციები მოითხოვს. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების ინფორმირებულობაზე და შედეგად ყოველწლიურად რამდნჯერმე იზრდება ამ მიმართულებითაც ჩვენი საექსპორტო შეკვეთების ოდენობაც.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
რა თქმა უნდა პირველ რიგშია ჩვენი ხარისხი, რომელსაც მიუხედავად ბაზრის მოთხოვნისა დაბალ ბიუჯეტურ პროდუქციაზე, არ ვცვლით, რადგან საქმე ეხება ჭერს და ადამიანიების უსაფრთხოებას. ამასთან, ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ის რესურსები, რაც მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯებესებაზე იხარჯება აუცილებლად დაგვიბრუნებს შესაბამის პასუხს ჩვენი მომხმარებლების მხრიდან გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს უკვე და გვყავს უამრავი დამკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჩვენთან და თვალდახუჭული ენდობა ჩვენს კომპანიას. ობიექტურადაც რომ შევხედოთ სხვა გზა არც გვაქვს, რადგან ჩვენი კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული, უკვე განხორციელებული გვაქვს მრავალმილიონიანი ინვესტიციები და ხარისხის ხარჯზე მცირე პერიოდში მოგების გაზრდა ფიზიკურად არ გვიღირს, განსხვავებით იმპორტიორებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ ერთი თვე შეკიდული ჭერის იმპორტით იყვნენ დაკავებული და შემდეგ თვეს თუნდაც სურსათის.
დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ჩვენი თანამშრომლებისა და მემონტაჟეების კვალიფიკაციასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებას. ობიექტების ჩაბარების შემდგომ არ მახსენდება დამკვეთი, რომელსაც ჩემი საკონტაქტო ქონია და არ დამკავშირებია, პროფესიონალურად და დროულად გაწეული მომსახურებისთვის მადლობის სათქმელად. სამშენებლო სექტორში ბევრ მიმართულებასთან გვიწევს შეხება და ვხედავთ, რა მდგომარეობაცაა ამ სფეროში სერვისის კუთხით. ვამაყობთ იმით, რომ ყველაფერს გერმანული სიზუსტითა და პროფესიონალიზმით ვასრულებთ.
როგორია 2025 წლის გეგმები?
2025 წლის ბოლოსთვის როგორც უკვე აღვნიშნე ვგეგმავთ D სექტორის დამატებას და უამრავი ახალი ტიპის შეკიდული ჭერების წარმოებას. დაგეგმილი გვაქვს ასევე საექსპორტო მიმართულებებზე წარმომადგენლობებისა და სადილერო ქსელის გაფართოება. 2025 წლის განმავლობაში ასევე დაგვემატება არსებული საწარმოო ხაზების იდენტური ხაზებიც წარმადობის გასაზრდელად, რადგან გვაქვს რამდენიმე ჭერის მოდელი, რომელზე მოთხოვნაც საგრძნობლად აჭარბებს მიწოდებას.
ცნობისთვის, Rolf Deckenkonstruktionen -ი 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2021 წლიდან სატესტო წარმოება დაიწყო და 2022 წლის ბოლოდან ჩაეშვა გაყიდვებში, ხოლო 2022 წლის აგვისტოში ოფიციალური გახსნა იზეიმა. თუმცა კომპანიის საქმიანობას უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს: Rolf Deckenkonstruktionen-ი ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებდა, როგორც იმპორტიორი კომპანია.
უახლესი
2 საათის წინ
სასტუმრო Gudauri Inn გაფართოვდა12 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ყვავილებს