ამ ვიზიტის ფარგლებში არამხოლოდ საუბარი იყო უძრავ ქონებაში ინვესტირებაზე, ასევე საუბარი იყო ინვესტიციებზე ლოგისტიკურ ჰაბებზე, ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც საინვესტიციო პროექტების შესახებ გაფორმდა ხელშეკრულებები. ბერეკაშვილის თქმით, გალფის ქვეყნებში დღეს საკმაოდ ჭარბი კაპიტალია, საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოყენება და ამ ქვეყნებიდან პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა.
„უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და 6 მლრდ დოლარის პირდაპირი ინვესტიციაც საკმაოდ სოლიდური ინვესტიციაა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დღევანდელი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს. ეს კონკრეტული ინვესტიცია ეხება უძრავ ქონებას და დეველოპმენტს. ამ ვიზიტის ფარგლებში არამხოლოდ საუბარი იყო უძრავ ქონებაში ინვესტირებაზე, ასევე საუბარი იყო ინვესტიციებზე ლოგისტიკურ ჰაბებში. მშრალი პორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო ბატონი პრემიერი ვიზიტის ფარგლებში და ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ გალფის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მათ აქვთ ჭარბი კაპიტალი და ასევე, მათ აქვთ რეგიონში კაპიტალის დივერსიფიკაციის პოლიტიკა. ავხსნი რასაც ვგულისხმობ ამაში, მათთვის საქართველო ახლო რეგიონს შეადგენს და მათი ეკონომიკური პოლიტიკა არის ის, რომ დივერსიფიკაცია განახორციელონ. ამ შემთხვევაში მათთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არამხოლოდ საამიროებს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნები ჩვენთვის როგორიცაა საუდის არაბეთი, კატარი, ქუვეითი. ამ რეგიონში ძალიან ჭარბი კაპიტალი არის. რამდენიმე კვირის წინ საუდის არაბეთის პრინცმა განაცხადა, რომ ის აპირებს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 500 მლრდ-ის პირდაპირ ინვესტიციების განხორციელებას აშშ-ში. წარმოდგენა, რომ ჰქონდეს ჩვენს მაყურებელს, რა რაოდენობით ჭარბი კაპიტალია და ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას აღნიშნული ქვეყნებიდან, არამხოლოდ დეველოპმენტში, არამედ ენერგეტიკის სფეროში, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე პორტის მშენებლობისთვის და აეროპორტების მშენებლობისთვის. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ აღნიშნული რეგიონი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნება ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების. ეს ყველაფერი, რომ ციფრებში ავხსნათ, ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს 4 წელიწადში 12-14 მლრდ-ის ინვესტიციის მობილიზება შეიძლება, რაც სერიოზული მიღწევა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ეკონომიკას კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისთვის“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
უახლესი
4 წუთის წინ
სასტუმრო Gudauri Inn გაფართოვდა9 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ყვავილებს