ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და მიახლოებით პროგნოზები არის პოზიტიური, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, ამ ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ IT სექტორია.
„IT სექტორი არის უფრო გაძლიერებული ვიდრე აქამდე იყო. მე ჩემი წარსულიდან გამომდინარე მაქვს გამოცდილება IT სექტორში და მიახლოებით მინდა გითხრათ, რომ შარშანწინ ჩვენ გვქონდა სადღაც 3 მლრდ ექსპორტი IT სექტორით და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. IT სექტორის ექსპორტი რას ნიშნავს? აქ ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის ქართველები არიან აქ დასაქმებული, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობენ, საქართველოდან უწევენ IT მომსახურებას სხვადასხვა კომპანიებს. ძირითადად, ჩვენი ქვეყნის დამკვეთები არიან ამერიკა, იტალია, ინგლისი ის ქვეყნები, რომლებსაც უფრო განვითარებული აქვთ და ეძებენ სხვადასხვა ტალანტებს, შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე“, - აცხადებს ვაკო თურნავა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის განმარტებით, IT სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
„სადაც ხელფასი იყო 2000 ლარი, დღეს არის 7000 ლარამდე ასული. უფრო სწორად ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 2050 ლარი და IT სექტორი 7000 ლარს უკვე გადასცდა, რაც არის ძალიან მისასალმებელი.
განვითარებულ ქვეყნებში ეს ხელფასი აჭარბებს 10 000-12 000 დოლარს და ეს მიახლოებით საშუალოა. არის კიდევ რა თქმა უნდა სპეციალისტები, რომლებსაც უფრო მეტი ხელფასი აქვთ და საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანს დღეს შეუძლია მიახლოებით იგივე ხელფასზეც იმუშაოს და იცხოვროს საქართველოში ბევრად უკვე კარგ პირობებში, ვიდრე შეუძლია სხვა ქვეყანაში.
შეიძლება იცხოვრო სან-ფრანცისკოში, თვეში გქონდეს 15 000 $ შემოსავალი, მაგრამ მხოლოდ, რომ იცხოვრო 10 000$ დაგეხარჯოს.
რეფორმებიდან გამომდინარე საქართველოში უკვე შემოსულია, დაახლოებით 150 IT კომპანია“, - აცხადებს დეპუტატი.
თურნავას თქმით, ეს კომპანიები სარგებლობენ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით და აქვთ საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსი.
„ისინი საქართველოდან უწევს ძალიან ბევრ, კარგ კომპანიას სერვისს და ქართული ტალანტი ექსპორტზე გადის. მიახლოებით სამ მილიარდი ლარი შემოვიდა 2023 წელს, რამაც შეადგინა 1.3 % ჩვენი ქვეყნის ზრდის ამ კომპონენტმა და ჩვენი მთავრობა რა თქმა უნდა დაინტერესებულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო არის, სადაც დარწმუნებული ვარ უფრო მეტი განვითარება მოხდება“, - განაცხადა ვაკო თურნავამ.
უახლესი
4 საათის წინ
სასტუმრო Gudauri Inn გაფართოვდა14 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ყვავილებს