ყვავილების იმპორტი 172%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველომ 1,355.22 ათასი დოლარის მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა, 2024 წლის პირველ თვეში კი 497.96 ათასი დოლარის ღირებულების.
2025 წლის იანვარში საქართველოში მოჭრილი ყვავილები და კოკრები 7 ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა ღირებულების მიხედვით ლიდერი ეკვადორია. სწორედ ეკვადორზე მოდის მოჭრილი ყვავილები და კოკრების 41%.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს ქვეყანაში ღირებულების მიხედვით მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
2024 წელს საქართველომ 11,419.59 ათასი დოლარის ღირებულების მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 123%-ით აჭარბებს.
უახლესი
12 წუთის წინ
სასტუმრო Gudauri Inn გაფართოვდა10 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ყვავილებს