დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება - ლევან ჟორჟოლიანი

დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება - ლევან ჟორჟოლიანი

03-03-2025 14:22:00

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას და დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. 

 

„მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები, ეს გულისხმობს სახურავების გადახურვას და მცირე ინფრასტრუქტურულ ზიანს. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას. იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ  საქმე ეხება კონკრეტული შენობა-ნაგებობის, სახლის მდგრადობას, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვაქვს დასკვნა, ან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ უსაფრთხო არ არის ცხოვრება, ამ შემთხვევაში ასეთ ოჯახებს მუნიციპალიტეტი გაიყვანს ქირით. არავინ არ დარჩება ჭერის გარეშე, ამ შემთხვევაში დაითვლება ზარალი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები