KartveliWines, ქართული ღვინის დისტრიბუციას ამერიკაში, კოლორადოს შტატში ახორციელებს სულ რამდენიმე თვეა. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს ლაშა აბაშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ღვინის შეთავაზება და პოპულარციზაციაა.
„ჩვენი კომპანია 2024 წლის დეკემბის თვიდან მოყოლებული ახდენს ქართული ღვინის დისტრიბუციას კოლორადოს შტატში. ჩვენი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ქართული ღვინო, გავუწიოთ მასპოპულარიზაცია და ზოგადად ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ადგილობრივ ბაზარზე“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ლაშა აბაშიძე.
ამ ეტაპზე კომპანია სამი ბრენდის ღვინის დისტრიბუაციას ახორციელებს.
„ამ ეტაპზე გვაქვს სამი ბრენდი - არჩევანი გავაკეთეთ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე. ამ ეტაპზე, კოლორადოს შტატში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ შემდეგ კომპანიებს: ასკანელი, ვილლა მოსავალი და მარბანო“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ლაშა აბაშიძე.
ლაშა აბაშიძე მათთვის დამახასიათებელ კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრობს და პროდუქციის ხარისხს გამოარჩევს.
„პირველ რიგში, ჩვენი უპირატესობაა ხარისხიანი ქართული პროდუქცია, რაც სამწუხაროდ ძალიან დიდი პრობლემა გახლდათ კოლორადოს შტატში. ასევე, ჩვენი მხრიდან უდიდესი ენერგია და რესურსები იხარჯება ზოგადად, ქართული ღვინის და სასმელების პოპულარიზაციისთვის. მუდმივად (კვირაში რამოდენიმეჯერ) ვახდენთ ღვინის დეგუსტაციების ორგანიზებას ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში. მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და ფესტივალებში. ამ ტიპის ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა გააცნო ღვინო, ქართული კულტურა და ზოგადად საქართველოს ისტორია ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ღირსეული ადგილი დაიკავოს ქართულმა ღვინომ ისეთ კონკურენტულ ბაზარზე როგორიც ამერიკაა“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
KartveliWines, აქტიურად გეგმავს ასორტიმენტის ზრდას და ასევე მეტი ლოკაციის ათვისებას.
„პირველ რიგში ვგეგმავთ გავზარდოთ ასორტიმენტი და რაც მთავარია ჩვენს პორტფოლიოში გაჩნდეს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელები როგორიც არის ჭაჭა, ჯინი და ა.შ. ჩვენს პორტფოლიოში არსებული ყველა სასმელი წარმოებული იქნება საქართველოში და დახასიათდება მაღალი ხარისხით. ასევე იგეგმება კოლორადოს შტატის სხვადასხვა ქალაქებსა თუ კურორტულ ზონებში გაშლა ჩვენი დისტრიბუციის. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ქალაქ დენვერში, კოლორადო სპრინგში და ქალაქ ბოლდერში. მოგეხსენებათ, კოლორადოში წარმოდგენილია ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტები, როგორიც არის ასპენი, ვეილი, ბრეკენრიჯი და. ა.შ. ამიტომ გაზაფხულის მეორე ნახევრიდან ეს იქნება ჩვენი მთავარი მიზანი მოხდეს ქართული ღვინის შესვლა ამ ლოკაციებზე, რადგან ამ კურორტებს სტუმრობენ დამსვენებლები არა მხოლოდ ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან არამედ მთელი მსოფლიოდან. საბედნიეროდ, ორი თვის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად საკმაოდ კარგი და შეიძლება ითქვას მოულოდნელი შედეგები დადო ჩვენმა კომპანიამ, რაც თავისთავად ძალიან სასიხარულოა და შესაბამისად, სამომავლოდ გვაძლევს საიმედო პროგნოზებისგაკეთების საშუალებას “, - განმარტავს ლაშა აბაშიძე.
უახლესი
12 წუთის წინ
სასტუმრო Gudauri Inn გაფართოვდა10 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ყვავილებს