დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა

კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა

03-03-2025 19:00:00

2025 წლის იანვრის მოგვენებით, კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 083 ერთეული შეადგინა, რაც 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 9%-იანი კლებაა, ხოლო 2024 წლის იანვრის მაჩვენებლებთან 7%-იანი შემცირება. სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 295 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში  2 237 პრეტენზია.

იანვარში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 62%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. მხოლოდ იანვარში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 272 პრეტენზია დაფიქსირდა.

რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:

  • ადმინისტრაცია/მომსახურება - 390
  • მომსახურების საკომისიოები - 58
  • რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 1
  • საპროცენტო შენატანები - 20
  • სხვა გადასახდელები - 7
  • ტრანზაქციები - 1136
  • ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 94
  • კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო  - 1
  • თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 43
  • მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 24
  • ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 222​
  • ეთიკასთან დაკავშირებული - 15
  • პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 1
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #32/04 ბრძანების მოთხოვნის დარღვევა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე  - 1
  • სხვა - 70

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები