დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მოთხოვნა და ვინ არიან Dona Bakeshop & Cafe-ს მომხმარებლები

როგორია მოთხოვნა და ვინ არიან Dona Bakeshop & Cafe-ს მომხმარებლები

25-09-2024 17:00:00

Dona Bakeshop & Cafe დღეისათვის ბათუმში 3 ფილიალს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერმა თამილა ბეჟანიძემ განაცხადა, უახლოესი პერიოდში მენეჯმენტი გაფართოებას არ განიხილავს, თუმცა კლიენტების მოზიდვაზე და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიურად მუშაობს.

რაც შეეხება Dona Bakeshop & Cafe-ს მომხმარებლებს, ზრდა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უფრო შესამჩნევია. 

„რომ გითხრათ, რომ Dona Bakeshop & Cafe-ს მომხმარებლებში სეზონიდან სეზონამდე რადიკალური ცვლილებებია, ეს ასე არ არის. თუმცა ტურისტულ სეზონი მაინც თავისას აკეთებს და ივნისი-აგვისტოს პერიოდი მაინც ყველაზე გაყიდვადი პერიოდია. ძირითადი მომხმარებლები მაინც ადგილობრივები არიან, თუმცა ტურისტულ სეზონზე უცხოელების წილი იზრდება“, - აცხადებს თამილა ბეჟანიძე.

Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერის განმარტებითვე, 2024 წლის მიმდინარე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 15%-ითაა გაზრდილი. 

„ტურისტულ სეზონზე საცალო ნამცხვრებზე უფრო მაღალი მოთხოვნა, ხოლო არატურისტულ სეზონზე კი თითქმის თანაბარია - ტორტებზე და ნამცხვრებზე ერთნაირი მოთხოვნაა“, - ამბობს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ Dona Bakeshop & Cafe-მ მესამე ფილიალი მიმდინარე წლის მაისში დაამატა, რისთვისაც დასაქმებულების რაოდენობა 22 ადამიანით გაზარდა და დღეისათვის კომპანია 128 თანამშრომელს ასაქმებს

რაც შეეხება შეკვეთებს Dona Bakeshop & Cafe აქტიურად იღებს ფოთიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ტრანსპორტირებს ახდენს თავად დამკვეთი.

Dona Bakeshop & Cafe მხოლოდ საქორწილო ტორტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ისიც მხოლოდ აჭარის მასშტაბით. 

მიმდინარე ზაფხულში Dona Bakeshop & Cafe-სთვის საკმაოდ გაყიდვადი პროდუქტი გახდა ე.წ. დუბაის შოკოლადი. 

„დუბაის შოკოლადზე“ სერიოზული ისტერიკა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს  მაგალითზეც საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნა. გულახდილად გეტყვით, რომ თავიდან მის წარმოებას არ ვაპირებდით, მაგრამ მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ დავიწყეთ. ზაფხულში „დუბაის შოკოლადი“ საკმაოდ გაყიდვადი პროდუქტი იყო და დღემდე გრძელდება. თითქმის ყველა შემომსვლელი გადის „დუბაის შოკოლადით“, - აღნიშნა თამილა ბეჟანიძემ.

Dona Bakeshop & Cafe-ს პირველი ფილიალი ბათუმში 2003 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები