დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს 2024 წელს Saponeria და როგორია 2025-ის გეგმები

როგორ აფასებს 2024 წელს Saponeria და როგორია 2025-ის გეგმები

07-01-2025 10:00:00

ქართული ხელნაკეთი, ეკო-მეგობრული საპნებისა და კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „საპონერია“ 2024 წელს გამოწვევების მიუხედავად, წარმატებულად აფასებს და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალ წელსაც აქტიურად გეგმავს. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარების პარალელურად გაფართოებასაც მოიაზრებს. როგორც Business Insider Georgia-ს „საპონერიაში“ განუცხადეს ბრენდი უახლოეს მომავალში ახალი ეკო-მეგობრული მცენარეული ხაზის გამოშვებას გეგმავს.

„გვყავს ძალიან ბევრი ტურისტი მომხმარებელი და მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ ეკო-მეგობრულ ბრენდებთან თანამშრომლობის. შესაბამისად, დავიწყეთ მათი მოსმენა და მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაპირებთ, რომ ახალი ხაზი გამოვუშვათ, რომელიც  იქნება მეტად უფრო ჩაშლილი და მორგებული სამკურნალო მცენარეებზე. კერძოდ, საპნები და სხვადასხვა სახის მოვლის ხაზი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ვიყავით  ვაკეში, გადმოვედით ძველ თბილისში, ისტორიულ ქარვასლას შენობაში“, - აღნიშნავენ „საპონერიაში“.

„საპონერიას“ ერთგული მომხმარებლები ჰყავს, რომელთათვისაც განსაკუთრებულად საინტერესო, საახალწლო შეთავაზებები და სპეციალური ნაკრებებია.

„გვქონდა ძალიან კარგი შეთავაზება 50%-იანი, ასევე ყოველ ახალ წელს სპეციალური ნაკრებები გვაქვს, რომელიც მხოლოდ სადღესასწაულო დღეების დროს მზადდება ჩვენთან. შესაბამისად, მომხმარებელი ერთგული გვყავს“, - განმარტავენ კომპანიაში.

2025 წელს „საპონერიის“ მთავარ პრიორიტეტად ბაზარზე მყარი პოზიციების შენარჩუნება და მდგრადი პოზიციონირება რჩება.

„ფილიალის დამატებას და ექსპორტზე გასვლას  ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავთ, რადგან გვსურს კარგად გავიმყაროთ პოზიციები საქართველოს ბაზარზე“, -  აცხადებენ „საპონერიაში“.

ცნობისთვის, „საპონერია“ 2017 წლიდან ქმნის თავის მოვლის საშუალებს უნიკალური ბუნებრივი რეცეპტებით. დაფუძნების დღიდან, ბრენდის მთავარი ღირებულება – ბუნების საჩუქრებისა და მეცნიერების გაერთიანებით ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება, უცვლელი დარჩა.

უახლესი

9 საათის წინ

9 საათის წინ

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები