Wizz Air-მა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, 2024 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები გააზიარა წლიური ანგარიშის – Flying Towards Sustainibility-ის ფარგლებში. აღნიშნული ანგარიში ასახავს კომპანიის მუდმივ ძალისხმევას გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და ინდუსტრიული ინოვაციების განვითარების მიმართულებით.
პროგრესი ნახშირბადის ემისიების შემცირებაში
Wizz Air-ის მიზანია, 2030 წლისთვის თითო სამგზავრო კილომეტრზე ნახშირბადის ემისიები 25%-ით შეამციროს, რაც ინდუსტრიის გრძელვადიანი დეკარბონიზაციის მიზნებთანაა დაკავშირებული. 2024 წელს ავიაკომპანიის საშუალო წლიური გამონაბოლქვი ერთ მგზავრზე ერთ კილომეტრზე 52 გრამი იყო, რაც უნიკალური მაჩვენებელია მთელს ინდუსტრიაში. ამ წარმატების მთავარი ფაქტორებია:
მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის გაძლიერება
Wizz Air-ი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ 2026 წელს ქალთა ჩართულობა 40%-ით გაიზარდოს. ამ მიმართულებით, მარტში კომპანიამ გამართა პირველი მასშტაბური ღონისძიება “Women on Air“, რომელმაც გააერთიანა ინდუსტრიის 140-მდე პროფესიონალი. ინიციატივამ წაახალისა დისკუსია გენდერული ბარიერების დაძლევასთან დაკავშირებით. ამჟამად, Wizz Air-ის სამეთვალყურეო საბჭოში ქალების წილი უკვე 40%-ს შეადგენს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ერთგულებას თანასწორობისადმი.
მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენება
Wizz Air-მა 2024 წელს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მიზნად ისახავს SAF-ის 10%-იან გამოყენებას. ამ მიზნის მისაღწევად, ავიაკომპანიამ დაიწყო ინოვაციური ექსპერიმენტები და თანამშრომლობები:
ეკონომიკისა და საზოგადოებების მხარდაჭერა
Wizz Air-ის განვითარებამ დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივ თემებზე:
მდგრადი მომავლის მხარდაჭერა
როგორც პასუხისმგებლიანი ავიაკომპანია, Wizz Air-ი აქტიურად უწყობს ხელს მდგრადი ავიაციის განვითარებას:
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორაციული და ESG ოფიცერი, აღნიშნავს:
„2024 წლის პროგრესი ასახავს ჩვენი გუნდისა და პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. ფლოტის მოდერნიზაცია, გენდერული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და SAF-ის დანერგვის გაფართოება გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქციოთ საავიაციო მომავალი უფრო მწვანედ. SAF-ის შესყიდვისა და მწარმოებლების მხარდაჭერით, Wizz Air-ი ხელს უწყობს მიწოდების ჯაჭვის განვითარებას, რაც არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ მთელი საავიაციო სექტორისთვისაა სასიკეთო. გარდა ამისა, SAF-ის მასშტაბირება ევროპაში ხელს უწყობს ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და კონტინენტის მწვანე ეკონომიკისკენ სვლას. ჩვენი ძალისხმევა ახალ ინდუსტრიულ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად საავიაციო ინდუსტრიას უზრუნველყოფს.“
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 225 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში“.
უახლესი