გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს 9 იანვარს დაკრძალავენ.
უახლესი
4 საათის წინ
რატომ დააჯარიმა სებ-მა ლაზიკა კაპიტალი6 საათის წინ
Wizz Air-ის ავიაბილეთები 79 ლარიდან