დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება - Galt & Taggart

თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება - Galt & Taggart

08-01-2025 13:00:00

თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება, 2023 წელს დაფიქსირებული პიკური ქირის (11.8 აშშ დოლარი) შემდეგ. ამის შეახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. ირკვევა, რომ ეს ტენდენცია ნოემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა.

„სამშენებლო ნებართვების მოცულობა 2024 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში შემცირების შემდეგ, ბოლო ორი თვეა მკვეთრად მზარდია, წლიური 55.8% და 74.3%-იანი ზრდით ოქტომბერ-ნოემბერში, შესაბამისად. ჯამში, 2024 წლის 11 თვეში გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 5.9%-ით შემცირდა“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები