დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საშუალო ხელფასი ზრდას განაგრძობს, ხოლო უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ დონეზეა - სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

საშუალო ხელფასი ზრდას განაგრძობს, ხოლო უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ დონეზეა - სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

08-01-2025 11:00:00

საშუალო ხელფასი ზრდას განაგრძობს, ხოლო უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ დონეზეა. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2024 წელს ასახავს.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ წინა პერიოდებთან შედარებით, საშუალო ხელფასის წლიური ზრდა შენელებულია, მაგრამ პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით მაღალია და 2024 წლის მეორე კვარტალში 11 პროცენტს შეადგენს.

„დაბალი ინფლაციის პირობებში, ხელფასების ნომინალური ზრდა რეალურ ხელფასზე მეტად აისახა და წინა წლებთან შედარებით, შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, გასათვალისწინებელია შემოსავლების არათანაბარი განაწილების ფონზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მდგომარეობა და მოწყვლადობა მაკროეკონომიკური შოკების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდების განმავლობაში არსებული ინფლაციის დინამიკა ადასტურებს ხელფასი ფასის სპირალის განვითარების ნიშნების არარსებობის შესახებ მოსაზრების ჭეშმარიტებას. ამასთან, პოზიტიურია შრომის ბაზარზე არსებული დინამიკა, რაც 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონის ისტორიულად დაბალ, 13.7 პროცენტამდე შემცირებაში  და მცირედით გაზრდილ აქტიურობის დონეში გამოიხატება. თუმცა, შესადარის ქვეყნებთან მიმართებით უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე კი დაბალი. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატისტიკა არ ითვალისწინებს გარკვეული ტიპის დასაქმების შესაძლებლობებს, რაც ნიშნავს, რომ შრომის ბაზრის მაჩვენებლები უფრო პოზიტიური უნდა იყოს, ვიდრე ეს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში ჩანს“, - აღნიშნულია 2024 წლის ანგარიშში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები