დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიის რეგიონში დაგეგმილი ენერგეტიკული ინტეგრაციის ამოცანათა გადაჭრაში - სსე

საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიის რეგიონში დაგეგმილი ენერგეტიკული ინტეგრაციის ამოცანათა გადაჭრაში - სსე

08-01-2025 15:00:00

2025-2034 წლებისთვის, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიის (შავი ზღვის აუზის ქვეყნების) რეგიონში დაგეგმილი ენერგეტიკული ინტეგრაციის ამოცანათა გადაჭრაში, რაც გულისხმობს ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და გამოყენებას. ამის შესახებ სახელმწფო ელექტროსისტემის (სსე) ვებგვერდზე საქართველოს გადამცემი ქსელის განვითრების 10 წლიან გეგმაშია ნათქვამი.

აღნიშნული გეგმის მიხედვით, 2025-2034 წლებისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდება საქართველოს ენერგოსისტემის კავშირის ხაზები მეზობელ ენერგოსისტემებთან.

ინფრასტრუქტურის სიმძლავრის გამტარუნარიანობის მიხედვით, თურქეთთან მიმოცვლის შესაძლებლობა გაიზრდება 1050 მგვტ-მდე, რუსეთთან 1600 მგვტ-მდე, სომხეთთან 700 მგვტმდე. აზერბაიჯანთან 2023 წლიდან უკვე შესაძლებელია 2000 მგვტ-მდე მიმოცვლა.

„ამჟამად, ელექტროენერგიის მიმოცვლა ხორციელდება: საქართველოდან რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და პირიქით; ასევე, საქართველოს გავლით რუსეთიდან თურქეთში, აზერბაიჯანიდან თურქეთში; ამ ამოცანათა შესრულებას ემსახურება საქართველოს გადამცემი ქსელის სატრანზიტო გადამცემი ხაზები, თუმცა მათი გამტარუნარიანობა შეზღუდულია ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის დასაშვები რეჟიმული პარამეტრებიდან გამომდინარე“, - განმარტავენ სსე-ში. 

უშუალოდ გადამცემი ხაზებიდან „ტაო“ და „მესხეთი“ - თითოეულს შეუძლია 1500 მგვტ სიმძლავრის გატარება, მაგრამ მათი ჯამური გამტარუნარიანობა შეზღუდული იქნება ახალციხის მუდმივი დენის ჩანართების ბლოკების ჯამური გამტარუნარიანობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 330 კვ ეგხ გარდაბანი 1,2-ის საოპერაციო ზღვარია 1400 მგვტ (ჯამურად), მაგრამ გადასაცემი სიმძლავრე შეზღუდულია ქ/ს გარდაბანში არსებული 330/220 კვ ატ-ების სიმძლავრეებით (თითოეული ატ-ს სიმძლავრეა 400 მგვა), ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მოხდა 330/220 კვ ძველი ატ-ს ჩანაცვლება ახლით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები