დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„Cheesefarm”-ის რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო "პარაგრაფთან" - განცხადება

„Cheesefarm”-ის რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო "პარაგრაფთან" - განცხადება

06-01-2025 18:08:00

Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,,ვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას "პარაგრაფ თბილისის" სასტუმროში რესტორან „Cheesefarm”-ის გახსნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო "პარაგრაფთან". ფართი, სადაც მდებარეობს აღნიშნული რესტორანი, არ ეკუთვნის "პარაგრაფ თბილისს", ის არასოდეს ყოფილა სასტუმროს ნაწილი.

რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრშიც", - აღნიშნულია განცხადებაში. 

უახლესი

30 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები