ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი „გუდვილი ცნობილია თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კომპანიამ ერთი წლის წინ უკვე ახალი ბრენდის სახით გამოყო და მისი პოზიციონირება დღემდე AllGood-ის სახელით ხდება. ეს არის ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან.
„2024 წელი, საკმაოდ ნაყოფიერი იყო თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თვეს, როცა იყო მიმდინარე თემებთან დაკავშირებული ჩავარდნები, დანარჩენ პერიოდში სტაბილურად მიდიოდა ყველაფერი “, — აცხადებს კომპანია allgood-ის დირექტორი ქეთი მდივანი.
2025 წელს კომპანია allgood მომხმარებლებს სიახლეებს შესთავაზებს, რომლის შესახებაც ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის პერიოდულად მოხდება.
„2025 წელს ვგეგმავთ სიახლეებს, რომლის შესახებაც მომხმარებლებს ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას, სხვადასხვა საკომუნიკაციო წყაროების გამოყენებით (სოციალური ქსელები და ა.შ)“, - განმარტავს ქეთი მდივანი.
ცნობისთვის, გუდვილის ქეითერინგმა, 2006 წლიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დატოვა თავისი უნიკალური კვალი როგორც დაბადების დღეებზე, დიდ ქორწილებსა და კორპორატიულ ღონისძიებებზე; ასევე, გაუწია ქეითერინგის მომსახურება ისეთი მსოფლიო ვარსკვლავების ღონისძიებებს, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, Aerosmith, Imagine Dragons, ბრუნო მარსი, 30 Seconds to Mars და სხვა. კომპანიას ასევე აქვს სპორტული დელეგაციებისთვის ქეითერინგის მომსახურების სერვისიც — allgood-მა ბოლოს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ბრენდი allgood, ახალი იდენტობით, თუმცა იმავე ღირებულებებით, გეგმავს, უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეს და შექმნას უფრო მეტი სიახლე, პროდუქტი და სერვისი თავისი მომხმარებლებისთვის.
უახლესი