დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები - Greenwood Hotel, Restaurant & Spa

ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები - Greenwood Hotel, Restaurant & Spa

08-01-2025 14:00:00

Greenwood Hotel, Restaurant & Spa მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს, რომელიც ბაზარზე ივნისში გამოჩნდა და საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს. „გრინვუდი“ მომხმარებლის საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს და გუნდი მოიაზრებს, რომ 2025 წლის დაგეგმვის თვალსაზრისით აღნიშნული წერტილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება. Business Insider Georgia აღნიშნულ საკითხზე Greenwood Hotel, Restaurant & Spa-ს ესაუბრა.

გავიხსენით ივნისში და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. მიმდინარე თვეში იგეგმება აქცია, 1+1, რომელიც თებერვლის ჩათვლით იქნება აქტიური. ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები და ვიყოთ უფრო მეტად კონცენტრირებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ზაფხულისთვის ძალიან ბევრ აქციას ვგეგმავთ. პარასკევი, შაბათი, კვირა სრულად იქნება დატვირთული სასტუმროში. ამასთან, სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც მოეწყობა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრებისთვის თუ ვიზიტორებისთვის. მაგალითისთვის, კონოთეატრის ფარგლებში იგეგმება ფილმების ჩვენება, ასევე ბავშვებისთვის მოლბერტზე ხატვის საღამოები/მასტერკლასები - მრავალი მსგავსი აქტივობა იგეგმება. ჯერ ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის, მაგრამ მარტის თვიდან აქტიურად იქნება ყველაფერი დაანონსებულიGreenwood Hotel, Restaurant & Spa-ს მიერ “, - აცხადებენ სასტუმროში.

იმის მიუხედავად, რომ სასტუმოს გახსნა ყოველგვარი მარკეტინგული აქტივობების გარეშე მოხდა, Greenwood Hotel, Restaurant & Spa სეზონს საკმაოდ პოზიტიურად აფასებს.

ჩვენი სასტუმროს გახსნა მოხდა ძალიან უცებ, არ გვქონია არანაირი მარკეტინგული აქტივობა, მიუხედავად ამისა, სეზონი იყო ძალიან კარგი. სრული დატვირთვით იმუშავა სასტუმრომ მთელი პერიოდის განმავლობაში. ადგილობრივები ხშირი სტუმრები არიან ჩვენი სასტუმროსი, როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რაიონებიდან “, - განმარტავენ სასტუმროში.

2025 წელს Greenwood Hotel, Restaurant & Spa-ს მოლოდინი მინიმუმ წინა წლის ანალოგიური  შედეგის შენარჩუნებას მოიაზრებს.

„2024 წელმა ნამდვილად კარგად ჩაიარა. მუშაობის პერიოდი საკმაოდ მომგებიანი იყო. მიუხედავად იმისა,  რომ სეზონის ბოლო ნაწილდან ჩავერთეთ, მაინც კარგად შეგვიძლია შევაფასოთ და მომგებიანად. რაც შეეხება 2025 -ს მოლოდინი გვაქვს რომ იქნება მსგავსი სიტუაცია და უკეთეს ჯავშნებს ველოდებით, რადგან უკვე გვყავს ჩვენი აქტიური პარტნიორი წარმომადგენლები და მათთან თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა პლატფორმაზე კოლაბორაციით უკვე ველოდებით მინიმუმ იმავე სეზონს, როგორიც შარშან იყო “, - განმარტავენ სასტუმროში.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები