საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, კომპანია Meta-ს მიერ, რომლის შემადგენლობაში Facebook-ი და Instagram-ი შედის, ფაქტების გადამოწმების მოდელის ცვლილება პოზიტიური ნაბიჯია.
„Facebook-ის მიერ ფაქტების შემოწმების მეტად დემოკრატიული პრაქტიკის დანერგვა, როგორც ეს [სოციალურ პლატფორმა] X-ს Community Notes-ის სახით აქვს, ფაქტების აღქმის ან პირდაპირი დეზინფორმაციის ნაცვლად ფაქტების ღირებულების გაძლიერებისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს საქართველოს მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ Facebook-ის ქართული სეგმენტი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწმდება: Grass FactChek და „მედია განვითარების ფონდი“ (MDF). მისი თქმით, ორივე ორგანიზაცია უცხოური მთავრობებისგან მილიონებს იღებს.
„ერთი შეხედვით, საკმაოდ უწყინრად ჩანს, მაგრამ... FactCheck-ს სერგი კაპანაძე (სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი) აკონტროლებს, ხოლო MDF-ს თამარ კინწურაშვილი (სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი) ხელმძღვანელობს. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ ამ ორი ფარული პოლიტიკოსის „მიუკერძოებლობისა“ და „სამართლიანობის“ ხარისხი ფაქტების შემოწმების მისიის შესრულებისას“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.
უახლესი
59 წუთის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა3 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა