დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას გულისხმობს ახალი რეგულაცია, რომელიც სარგავი მცენარეების იმპორტს ეხება

რას გულისხმობს ახალი რეგულაცია, რომელიც სარგავი მცენარეების იმპორტს ეხება

07-01-2025 18:00:00

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბერის №416 დადგენილებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის №630 დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტის − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული დადგენილების ამოქმედებას 2025 წლის 1 იანვრიდან.

„ტექნიკური რეგლამენტი − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესი“ ადგენს, ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოსთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმის ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Frster) ქვეყნის ტერიტორიაზე ინტროდუქციისა და გავრცელების პრევენციის მიზნით. მათ შორის, სპეციფიკური დასარგავი მცენარეების - Acer spp., Aesculus hippocastanum, Alnus spp., Betula spp., Carpinus spp., Citrus spp., Cornus spp., Corylus spp., Cotoneaster spp., Crataegus spp., Fagus spp., Lagerstroemia spp., Malus spp., Platanus spp., Populus spp., Prunus laurocerasus, Pyrus spp., Rosa spp., Salix spp. და Ulmus spp., რომელთა ღეროს ან ფესვის ყელის დიამეტრი ყველაზე გამსხვილებულ ადგილას არის 1 სმ ან მეტი (გარდა ამ მცენარეების თესლებისა) იმპორტის სპეციფიკურ მოთხოვნებს.

რაც გულისხმობს, რომ სპეციფიკური მცენარეების იმპორტი დასაშვებია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოშობილია ისეთ ქვეყნებში, სადაც ცნობილია მავნე ორგანიზმის არსებობის თაობაზე და თან ახლავს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომლის შესაბამის პუნქტში − „დამატებითი დეკლარაცია“ მითითებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები (იხ. დანართი №1 და დანართი №2).

ასევე, აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციფიკურ მცენარეებს, რომლებიც იმპორტირებულია მავნე ორგანიზმის გავრცელების ადგილიდან, თან უნდა ახლდეს მცენარის პასპორტი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბერის №630 დადგენილება

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბერის №416 დადგენილება

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები