დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
1-ელი თებერვლიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ სამშენებლო მომსახურებით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება

1-ელი თებერვლიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ სამშენებლო მომსახურებით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება

08-01-2025 17:00:00

2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება  „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში. კერძოდ, დადგენილების დანართ №5-ს („შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში“) დაემატა მე-12 პუნქტი.

ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (1% და 3%) არ დაიბეგრება საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი. შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული საქმიანობ(ებ)ით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით (20 %).

სრულად ცვლილების სანახავად იხილეთ  ბმული

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები