აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა დააკისრა 2 მილიონი დოლარის ჯარიმა JetBlue Airways-ს - აღნიშნულის შესახებ Reuters წერს. აღნიშნულის მიზეზი დაგვიანებული ავია რეისები გახდა. JetBlue გადაიხდის 1 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმას, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა მოხდება კომპენსაციის სახით მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ავიაკომპანიის მიერ მუდმივი შეფერხებებით.
JetBlue-ს განცხადებით, კომპანია იაზრებს პასუხისმგებლობას მომხმარებლებისთვის დროულად დანიშნულების ადგილზე მისვლასთან დაკავშირებით.
ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მან დახარჯა ათობით მილიონი დოლარი საჰაერო მოძრაობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, და გასულ წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა მოგზაურობის შეფერხებების შესამცირებლად.
უახლესი
1 საათის წინ
Wizz Air-ის ავიაბილეთები 79 ლარიდან